კონფიდენციალურობის პოლიტიკა

  • დაბრუნდება მთავარ გვერდზე - PRICESHUB.GE

  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა

    როგორ ვიყენებთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას:


    კონფიდენციალურობის პოლიტიკა

    წინამდებარე შეტყობინება ეხება პერსონალურ მონაცემებზე არასანქცირებულ წვდომასთან დაკავშირებით Priceshub.ge-ს არსებულ დაცვის მექანიზმებს, რომელთა საშუალებითაც Priceshub.ge უზრუნველყოფს თქვენი პერსონალური მონაცემების დაცვას. ეს უკანასკნელი მოიცავს ინფორმაციას, რომელსაც Priceshub.ge მოიპოვებს თქვენთვის მომსახურების გაწევის პერიოდში, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, შემდგომში ასევე გამოიყენება პირდაპირი მარკეტინგულიის მიზნებისთვის. შეტყობინების მიზანია, მოგაწოდოთ ინფორმაცია პერსონალური ინფორმაციის დამუშავებისას ჩვენი მუშაობის პრინციპებისა და თქვენი სამართლებრივი დაცვის მექანიზმებთან დაკავშირებით.


    კონფიდენციალურობის პოლიტიკა

    ჩვენ გპირდებით, რომ:

    ვიზრუნებთ თქვენი პერსონალური მონაცემების უსაფრთხოებასა და დაცვაზე;

    არ გამოვიყენებთ თქვენს მონაცემებს არამართლზომიერად;

    ნებისმიერ დროს მოგაწვდით სრულ და ამომწურავ ინფორმაციას თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით.


    კონფიდენციალურობის პოლიტიკა

    როგორ გიცავთ კანონი

    პერსონალურ მონაცემთა კონფიდენციალურობის დაცვის დაპირების მსგავსად, აღნიშნულ მონაცემებს იცავს პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონი.

    კანონმდებლობის თანახმად, თქვენ უფლება გაქვთ, მოგვთხოვოთ ინფორმაცია თქვენი მონაცემების დამუშავების თაობაზე. თქვენ გაქვთ უფლება მიიღოთ შემდეგი ინფორმაცია:

    რომელი მონაცემები მუშავდება თქვენს შესახებ;

    მონაცემთა დამუშავების მიზანი;

    მონაცემთა დამუშავების სამართლებრივი საფუძველი;

    რა გზით შეგროვდა თქვენი მონაცემები;

    ვის გადაეცა თქვენი მონაცემები;

    მონაცემთა გაცემის საფუძველი და მიზანი.


    კონფიდენციალურობის პოლიტიკა

    თქვენთან ურთიერთობისთვის;

    თქვენი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, თანამშრომლობის ახალი გზების შესამუშავებლად და ჩვენი ბიზნესის განსავითარებლად; 

    მარკეტინგული აქტივობების შესამუშავებლად და განსახორციელებლად; 

    იმის შესასწავლად, თუ როგორ იყენებენ კლიენტები ჩვენს პროდუქტებსა და მომსახურებას; 

    კლიენტების მიერ ჩვენს მომსახურების გამოყენების ეტაპზე გაყალბების, თაღლითობის აღმოჩენის გამოსაძიებლად, ანგარიშგებისა და პრევენციისათვის;

    ჩვენი და ჩვენი კლიენტების რისკების სამართავად;

    ჩვენთვის რელევანტური კანონებისა და რეგულაციების შესასრულებლად;

    ჩვენს პროდუქტებსა და მომსახურებასთან დაკავშირებით რჩევებისა თუ რეკომენდაციების მისაღებად; 

     ჩვენი ბრენდების, პროდუქტებისა და მომსახურების განსავითარებლად/ სამართავად;

    ჩვენი ბიზნესის ეფექტიანად და მართებულად წარსამართავად, რაც მოიცავს ჩვენი ფინანსური პოზიციის, ბიზნეს შესაძლებლობის, დაგეგმვის, კომუნიკაციების, კორპორატიული მმართველობისა და აუდიტის მართვა

     

    კომპანიის მიზანი:

    მონაცემების განახლება, თქვენთვის საინტერესო პროდუქტებისა და მომსახურების იდენტიფიცირება და ამ ინფორმაციის თქვენთვის მოწოდება; 

    პროდუქტებისა და მომსახურების განვითარება; 

    მომსახურების იმგვარი შეთავაზება რომ გამორიცხული იყოს ნებისმიერი თაღლოთობა და გაყალბება; 

    ახალი პროდუქტებისა თუ მომსახურების შეთავაზებისთვის კლიენტთა ფოკუს ჯგუფების განსაზღვრა; 

    ჩვენთვის რელევანტურ რეგულაციებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;

    გაყალბების, თაღლითობის წინააღმდეგ ჩვენი სამოქმედო სტრატეგიების შემუშავება და დახვეწა, ასევე ამ თვალსაზრისით კანონიერი მოვალეობების შესრულება

    ჩვენი კანონიერი მოვალეობებისა და სახელშეკრულებო ვალდებულებების ეფექტიანად შესრულება;

    ჩვენი კანონიერი მოვალეობების ეფექტიანად შესრულება.

     

    სამართლებრივი საფუძველი:

    თქვენი თანხმობა; 

     სახელშეკრულებო ვალდებულებათა შესრულება; 

    ჩვენი კანონიერი ინტერესები; 

    ჩვენი კანონიერი მოვალეობა.

     

    შეგროვებული ინფორმაციის სახეობა და მისი გამოყენება

    ჩვენ ვაგროვებთ ორი სახის ინფორმაციას ჩვენი მომხმარებლების შესახებ: პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია („პერსონალური ინფორმაცია“) და არაპირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია.

     

    პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია.

    პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია არის ინფორმაცია, რომლის მეშვეობითაც ხდება კონკრეტული მომხმარებლის იდენტიფიკაცია. თქვენ მიერ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით აქტივობაში ჩართვისას, ჩვენ შეიძლება გთხოვოთ თქვენს შესახებ გარკვეული ინფორმაციის წარმოდგენა. ასეთ აქტივობებს მიეკუთვნება:

     

     

    არაპირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია.

    არაპირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია არის ინფორმაცია, რომელიც არ ახდენს კონკრეტული მომხმარებლის იდენტიფიკაციას. ამ სახის ინფორმაცია შეიძლება მოიცავდეს ისეთ გარემოებებს, როგორიცაა “Uniform Resource Locator” „URL“ იმ ვებ-გვერდისა, რომელზეც თქვენ შეხვედით იქამდე სანამ ჩვენს ვებ-გვერდზე შეხვიდოდით, „URL“ იმ ვებ-გვერდისა, რომელზეც თქვენ შეხვალთ ჩვენი ვებ-გვერდიდან გამოსვლის შემდეგ, იმ ბრაუზერის სახეობა, რომელსაც თქვენ იყენებთ და თქვენი ინტერნეტ პროტოკოლის „IP“ მისამართი. ჩვენ ან/და ჩვენ მიერ უფლებამოსილ მესამე მხარე მომსახურების პროვაიდერებს და მარეკლამირებელ პირებს შეუძლიათ ავტომატურად მიიღონ ეს ინფორმაცია იმ დროს, როდესაც თქვენ სარგებლობთ ჩვენი ვებ-გვერდით. ეს ხორციელდება ისეთი ელექტრონული მექანიზმების მეშვეობით, როგორიცაა „Cookies“, „Web Beacons“, „Pixel Tags“.

    ჩვენს ვებ-გვერდზე ვაგროვებთ ინფორმაციას cookies-ების, მომხმარებლების ვებ-გვერდზე ნავიგაციის და ქცევის შესახებ, კერძოდ: